საზოგადოება

„სახელებს გზადაგზა ვარჩევდით“ – ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

რამდენიმე დღის წინ თბილისში 4 ტყუპი გაჩნდა. პატარებს დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს.

ბავშვების მშობლები 39 წლის მიხეილ კაპერსკი და 31 წლის თეონა გოგოლაური არიან.

დედამ ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა თბილისში, კლინიკა „პინეოში“.

„მე და თეომ ოჯახი 2019 წლის ნოემბერში შევქმენით. ახალციხეში ვცხოვრობთ. როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპი უნდა გვყოლოდა, თან 4, უზომოდ გაგვიხარდა, უდიდესი ემოცია გამოიწვია, რადგან დავითის, დანიელის, მაქსიმესა და მართას დაბადებით გავხდით მშობლები. ჩემი მეუღლისთვის ეს პირველი ორსულობა იყო. მალევე გავიგეთ ექოსკოპიაზე, რომ ტყუპი ბავშვები გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, სიხარულით ავივსეთ, თუმცა ვნერვიულობდით, გვეშინოდა, ბავშვების შენარჩუნების პრობლემის წინაშე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით.

სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა“, – თქვა მიხეილ კაპერსკიმ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close