უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები PCR-ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ
მთავრობის №322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობის 16 ივნისის დადგენილების შედეგად შევიდა ძალაში, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ 10 წლამდე ბავშვებს (იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან) ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ-ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულება აღარ აქვთ; აგრეთვე, აღარ მოეთხოვებათ PCR-კვლევის ჩატარება საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს.
მთავრობის 16 ივნისის დადგენილების თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს „პისიარ“ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან“.
კომენტარები