fbpx
ქართველები უცხოეთში

ქეთა თოფურიამ შვილის დაბადების დღე წყნეთში აღნიშნა

რუსეთში მცხოვრებმა მომღერალმა, ჯგუფ A’Studio-ს ვოკალისტმა ქეთა თოფურიამ თავის უფროს ქალიშვილს – ოლივია გეიხმანს დაბადების დღე წყნეთის ფეშენებელურ აგარაკზე გადაუხადა და უამრავი გასართობი მოუწყო. 

ქე­თამ გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი საკუთარ ხელმომწერებს ინსტაგრამზე გაუზიარა.

ოლივია 6 წლის გახდა.

„6 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ეს გო­გო­ნა გა­მოჩ­ნდა, ექ­ვსი წლის წინ დედა გავ­ხდი, ექ­ვსი წლის წინ მან მე ისე გამაბედნიერა. უზომოდ მადლობელი ვარ, რომ დე­დად ამირ­ჩიე. ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი იყავი და იცოდე, რომ დედა ყო­ველ­თვის შენ გვერ­დი­თაა. და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ჩემო ცხოვ­რე­ბავ“, – დაწერა მომღერალმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official)

წვე­უ­ლე­ბა­ზე პა­ტა­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ზღაპ­რის გმი­რე­ბი, ანი­მა­ტო­რე­ბი ზრუ­ნავ­დნენ. იუბილარისთვის განკუთვნილი სამსართულიანი ტორ­ტი ცისფერი იყო და წვე­უ­ლე­ბის დე­კო­რა­ცი­ე­ბშიც ცისფერი დომინირებდა.

ქეთამ წვეულებაზე თავისი უახლოესი მეგობრები მიიწვია: პროდიუსერი ნატო დუმბაძე, დიზაინერი ნუცა ბერიძე, ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე და სხვები.

ქე­თამ ერთგვარ ტრადიციად დაამკვიდრა და ოლი­ვი­ას და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში აღნიშნავს. გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი – პან­დე­მი­ის გამო მათ შარშან საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს, ჯგუფ A’Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა თავისი სახლის მოწყობა რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.

მას რუსული ესტრადის ბევრი ვარსკვლავის სახლი თუ აგარაკი მოუწყვია და გაულამაზებია. მის შესახებ რუსეთში ხშირად წერენ, მისი სტუდია ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა, მისი გაფორმებული რესტორნები თუ ოფისებიც უკვე არც ისე ცოტაა, თუმცა საქართველოში ლელა ქავთარაძეს ნაკლებად იცნობენ.

ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close