fbpx
მედიცინა

ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ტვინებში მაგნიტური რკინა და სპილენძი აღმოაჩინეს

ადამიანის სხეულში იმდენი რკინაა, გამოყოფა რომ მოვახერხოთ, ერთ ან ორ ლურსმანს დავამზადებდით. სპილენძის შემთხვევაშიც თუ იმავეს გავიმეორებთ, პატარა საყურეს დავამზადებდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც მცირე რაოდენობაა, ეს ორი მეტალი ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელი ინგრედიენტია, რომელიც ადამიანის გაზრდასა და მეტაბოლიზმში სასიცოცხლო როლს თამაშობს.

მაგრამ არსებობს ადგილი, რომელშიც ამ ელემენტების პოვნას ყველაზე ნაკლებად მოელოდებიან – მეცნიერებმა ნეიროდეგენერაციული დაავადება ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინებში სწორედ ეს ორი ელემენტი შენიშნეს. მათ ტვინებში ამ ელემენტებს უცნობი ფენომენი მიკროსკოპულ ძელაკებად გარდაქმნის.

ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა რენტგენული მიკროსკოპიის გამოყენებით რკინისა და სპილენძის არსებობა ალცჰაიმერის პაციენტების ფრონტალური და საფეთქლის წილიდან აღებული ნეირონული ნადების ნიმუშებზე შენიშნეს.

ეს ნადები ამ ფორმის დემენციის ტიპური მახასიათებელია, რომელიც ბეტა-ამილოიდებად დაშლილი ცილებისგან შედგება. ჯერჯერობით თერაპიებმა, რომლებიც ბეტა-ამილოიდების გროვის გაწმენდაზეა ორიენტირებული, ალცჰაიმერის განკურნებაში გარღვევა ვერ მოახდინეს. ამიტომ მკვლევრებს აინტერესებთ, რა როლს თამაშობენ ისინი დაავადების განვითარებაში.

რას ნიშნავს სპილენძისა და რკინის ნარჩენების აღმოჩენა ადამიანის ტვინში, ამას მომავალი კვლევები აღმოაჩენს. ის დაავადების განკურნებისთვის რომც ვერ გამოიყენონ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ფენომენი ალცჰაიმერის დიაგნოსტირებაში დაეხმარებათ.

mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close