fbpx
ინტერვიუ

საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა მაისში 42,4 პროცენტით გაიზარდა – იტალია „ლიდერობს“

2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4 პროცენტით (55.9 მლნ აშშ დოლარი) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1 პროცენტი მოდიოდა

როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდანაც ჩანს, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც მაისში საქართველოში 31.93 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 31.75 მლნ აშშ დოლარით რუსეთის ფედერაციაა, მესამეზე – აშშ, 24.15 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე – საბერძნეთი, 20.63 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 14.77 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობაც: 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5 პროცენტით მეტია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close