fbpx
მიგრაციაქართველები უცხოეთში

„ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად, თორემ ინანებთ ისე, როგორც მე ვნანობ!“ – ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა

საბერძნეთში, თესალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მზაღო ოსიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

„ჩვენ, ჩვენი თაობა კი დავბრუნდებით, ან ცოცხლები ან მკვდრები სამშობლოში, (ყველაფერი მოსალოდნელია)… მაგრამ ჩემო გულდაღლილო ემიგრანტებო, რომ ჩამოგვყავს ჩვენი შვილებიც აქ, ისინი უკან აღარ ბრუნდებიან და ასე ვუკარგავთ შვილებს ჩვენ სამშობლოს. ან თხოვდებიან, ან ქორწინდებიან უცხოელებზე, ან აქაური ცხოვრება ხიბლავთ და ასე რჩებიან სხვა ქვეყნებში.

ასე დამემართა მეც და ახლა ვნანობ ისე, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთი შვილი მოვწყვიტე სამშობლოს და, როგორც ვატყობ, არც ფიქრობს დაბრუნებაზე საქართველოში.

ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება: ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად, თორემ ინანებთ ისე როგორც ახლა მე ვნანობ და ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის…

თუ მაინცადამაინც ჩამოვლენ თქვენს სანახავად, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები.. დაათვალიერონ ღირშესანიშნაობებიმოესიყვარულეთ და გაუშვით უკან.., ვიცი გაგიჭირდებათ განშორება, მაგრამ დამიჯერეთ, მერე უფრო ძნელი იქნება ის, რომ თქვენ დაბრუნდებით საქართველოში და თქვენი შვილი დარჩება უცხო ქვეყანაში სამუდამოდ და თქვენ იცხოვრებთ ისევ მონატრებული თქვენს შვილებს, როგორც აქამდე და სინანული არ მოგასვენებთ“, – წერს მზაღო ოსიშვილი.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close