fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ

საგამოძიებო ჟურნალისტურ ვებგვერდ „პროპუბლიკასინფორმაციით, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები საშემოსავლო გადასახადებს მალავდნენ. „პროპუბლიკამ“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების, მათ შორის, ჯეფ ბეზოსის, უორენ ბაფეტისა და ილონ მასკის საგადასახადო დეკლარაციები შეისწავლა.

საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი ამტკიცებს, რომ კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსს 2007 და 2011 წლებში, ასევე, კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელ ილონ მასკს 2018 წელს გადასახადები არ გადაუხდიათ.

პროპუბლიკას“ ინფორმაციით, 25 ყველაზე მდიდარი ამერიკელი იხდის ნაკლებ გადასახადებს, ვიდრე ჩვეულებრივ დასაქმებულთა უმრავლესობა.

პროპუბლიკამ“ ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით განაცხადა, რომ 25 უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე 2014 წლიდან 2018 წლამდე ერთობლივად 401 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მათ გადაიხადეს 13,6 მილიარდის ოდენობით საშემოსავლო გადასახადი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ „მთავრობის კონფიდენციალური ინფორმაციის ნებისმიერი უნებართვო გამჟღავნება“ უკანონოა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close