აშშ-ის წინააღმდეგ სარჩელების შეტანა ათასობით ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც „მწვანე ბარათების“ მოგების მიუხედავად ქვეყანაში შესვლაზე შტატები მათ უარს ეუბნებოდა, მიზეზად კი კორონავირუსის პანდემია სახელდებოდა. „მწვანე ბარათის“ იღბლიან მფლობელებს, შესაბამისად გაუჩნდათ შიში, რომ ამერიკული ოცნების ახდენის შანსს დაკარგავდნენ.
აშშ-ის მთავრობას 141 ქვეყნიდან 24 000 ადამიანი უჩივის. ამ თემაზე ადვოკატი კურტის მორისონი თავისი ტვიტერის ანგარიშზე წერს.
„ჩანიშნულია 24 089 ადამიანის საჩივარი, რომელიც შეტანილია კოლუმბიის ერთ-ერთ სასამართლო ოლქში“, – განაცხადა კურტის მორისონმა.
„პროგრამაში მას შემდეგ ჩავერთე, რაც ზაფხულის მივლინებაში ამერიკაში მოგზაურობა მომიწია, ნანახმა აღმაფრთოვანა და მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება იქ მინდოდა“, – აღნიშნა „მწვანე ბარათის“ გათამაშების ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, რომელსაც სხვების მსგავსად ახლა ამ შანსის დაკარგვის ეშინია.
„მე მოვიგე, მაგრამ თავს რაღაც გამარჯვებულად ვერ ვგრძნობ“;
„ეს ლატარია იყო, მაგრამ ბოლომდე გასამარჯვებლად ადვოკატი გვჭირდება“;
„ამერიკული ოცნება ნელ-ნელა ქრება“, – მსგავსი შინაარის განცხადებები ჯგუფში, რომელიც სპეციალურად „დაზარალებულთათვის“ შეიქმნა, ანონიმურად ქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად ამერიკა 55 000 „მწვანე ბარათს“ ათამაშებს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას აძლევს.
rustavi2.ge
კომენტარები