fbpx
კრიმინალიმსოფლიო

ელენა ხარჩილავას ცხედარი 6 დღის განმავლობაში საავადმყოფოსთან ვერავინ შენიშნა – რუსეთში მას ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს

რუსეთის ქალაქ სიკტივკარში 49 წლის ქალი საავადმყოფოში მივიდა, თუმცა ის პალატაში არ დააწვინეს. ქალი საავადმყოფოს შენობასთან გარდაიცვალა და ცხედარი ადგილზე 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილ ქალს ქართული გვარი ჰქონდა – რუსული მედიის ცნობით, ის 49 წლის ელენა ხარჩილავაა. ქალი საავადმყოფოში თავის ღია ჭრილობით 26 მაისს მივიდა. პაციენტი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და ჭრილობებიც დაუმუშავეს, თუმცა პალატაში არ დააწვინეს. დაახლოებით 22:00 საათზე ელენა გარეთ გავიდა და 6 დღის განმავლობაში ის არავის უნახავს.

ელენა ხარჩილავას ახლობლებმა მოხალისეებს მიმართეს და 29 მაისს 49 წლის ქალის სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. 2 დღეში ელენა გარდაცვლილი იპოვეს – სამართალდამცავებმა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს. ქალის ცხედარი მწვანე ზონაში იპოვეს – საავადმყოფოს შესასვლელთან 100 მეტრში, სადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხშირად იმყოფებიან. 6 დღის განმავლობაში ცხედარი მწვანე ზონაში იყო და ის ვერავინ შენიშნა.

ფაქტზე საქმე აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტმა ძიება დაიწყო საკითხზე, ჰქონდა თუ არა საავადმყოფოს პაციენტის გაშვების უფლება.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close