fbpx
ეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

იტალია: ბავშვების ერთიანი დახმარების თანხა 30-იდან 217 ევრომდე იქნება

ბავშვთა ერთიანი უნვერსალური დახმარების ახალი თანხა იტალიაში თვეში 30-იდან 217,8 ევრომდე იქნება თითოეულ ბავშვზე (21 წლამდე ასაკის), ოჯახის შემოსავლიდან და ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე. ამის შესახებ იტალიის მთავრობაში განაცხადეს

რაც უფრო ნაკლები იქნება ოჯახის შემოსავალი და რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტი იქნება თითოეულ ბავშვზე დახმარების თანხა.

ბავშვის ყველა სახის დახმარების თანხის ერთ დახმარებაში გაერთიანების ინიციატივა ოჯახის საქმეთა მინისტრ ელენა ბონეტის ეკუთვნის.

2021 წლის ივლისიდან ამ დახმარებას მიიღებენ ოჯახები, სადაც მშობლები უმუშევრები ან თვითდასაქმებულები არიან, 2022 წლის იანვრიდან კი – ყველა ოჯახი, რომლის შემოსავალი წელიწადში 50 000 ევროს არ აღემატება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close