ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქართველი „კარმენი“ ესპანურმა დასმა განსაკუთრებული აპლოდისმენტებით დააჯილდოვა – ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი სევილიაში (ვიდეო)

სევილიაში „მაესტრანცას“ ოპერის თეატრში ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა გაიმართა. კარმენის პარტია ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ  ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა. სპექტაკლის ახალი, თანამედროვე დადგმა ესპანელ რეჟისორს, კალიქსო ბიეიტოს ეკუთვნის.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, მან ეს პარტია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე იმღერა.

„ჩემმა კარმენმა ბევრი იარა თუ ცოტა, მსოფლიო სცენებზე, ბოლოში საკუთარ სამშობლოში – სევილიაში ამოყო თავი“, – წერდა ერთი წლის წინათ მომღერალი.

30 წელია „კარმენი“  სევილიაში არ დადგმულა და მისი სამშობლოში „დაბრუნება“ დიდი კულტურული მოვლენა გახდა. „მითის სამშობლოში დაბრუნება“ – ასე უწოდეს მას.

ქეთევან ქემოკლიძე: „ჩემ­თვის პა­ტი­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ეს­პა­ნე­ლი თუ არაეს­პა­ნე­ლი კარ­მე­ნე­ბის ფონ­ზე, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე გა­ჩერ­და და ამ ქალაქის სიმბოლოს როლს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იმ­ღე­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი სხვა­დას­ხვა დად­გმა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მაქვს ნამ­ღე­რი, ეს ძალიან საამაყოა“, – ამბობს ქეთევან ქემოკლიძე.

ქართველი მეცო-სოპრანოს, კარმენის როლის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის, გამოსვლას ესპანური პრესა ძალიან დადებითად გამოეხმაურა. მისი ფოტო ცნობილი საოპერო ჟურნალის, „ოპერა აქტუალის” გარეკანზე დაიბეჭდა. მომღერალი მედიამ „კვირის არტისტად” აღიარა.

ქეთევან ქემოკლიძე:  „ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლიც არის და სა­სი­ა­მოვ­ნოც, სევილიურ პუბლიკაში ბევრი კარ­მე­ნი და კარ­მე­ნის ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლას კარ­მე­ნი უნდა გახ­დე, ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი კარ­მე­ნი წარ­მა­ტე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე იქნება და არაფერი შეიცვლება“.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ კარგად მიიღო, აღიარა და ოვაციებითაც დააჯილდოვა. ოვაციები არც ფარდის დახურვის შემდეგ შეწყდა – ქართველი კარმენი ესპანურმა დასმა ფლამენკოს რიტმში განსაკუთრებული აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close