იტალიასაზოგადოება

ვინ არის იტალიელი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში პირველი ქალი მეთაური იქნება ევროპიდან

იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფორეტი პირველი ქალი იქნება ევროპიდან, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაგზავნილ ეკიპაჟს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ევროპის კოსმოსური სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

სამანტა კრისტოფორეტი კოსმოსში მეორედ გაფრინდება, თუმცა მეთაურის ამპლუაში – პირველად. „ISS-ზე დაბრუნება, როგორც ევროპის წარმომადგენლისა, თავისთავად საპატიოა“, – აღნიშნა ამასთან დაკავშირებით იტალიელმა ასტრონავტმა. მასთან ერთად კოსმოსურ სადგურზე აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური საივრცის კვლევის მთავარი სამმართველოს (NASA) ასტრონავტები – კიელ ლინდგრენი და ბობ ჰაინსი გაემგზავრებიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close