fbpx
იტალიასპორტი

იტალიის გრან პრიზე ინციდენტის შედეგად 19 წლის მოტომრბოლელი დაიღუპა – შემზარავი ავარიის კადრები (ვიდეო)

იტალიის გრან პრიზე (კვალიფიკაცია Moto 3) მიღებული ტრავმებისგან 19 წლის შვეიცარიელი მოტომრბოლელი ჯეისონ დიუპასკიე გარდაიცვალა

ტრაგიკული ინციდენტი მოსახვევში მოხდა, როცა ახალგაზრდა პილოტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოტოციკლეტიდან გადმოვარდა და მის უკან მომავალი იაპონელი ბაიკერის მოტოციკლის ბორბლებს ქვეშ მოხვდა. იაპონელს, უბრალოდ, მანევრირებისთვის დრო არ ჰქონდა, რომ ტრასაზე დავარდნილი სპორტსმენისთვის გვერდი აევლო. დარტყმა საშინელი სიძლიერის იყო და 19 წლის პილოტს, პრაქტიკულად, გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ადგილზე მალევე მივიდნენ. სიტუაციიდან გამომდინარე, მას ადგილზევე ჩაუტარეს რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც სამედიცინო ვერტმფრენით ფლორენციის კარეჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა ახალგაზრდა სპორტსმენის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯეისონ დიუპასკიემ კარიერა Supermoto-ში დაიწყო, სადაც იგი შვეიცარიის ეროვნული ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა. მან მოიგო NEC Championship Moto3-ის ტიტული 2016 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში დაიწყო ასპარეზობა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close