კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31 მაისი – 6 ივნისი
31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. შეეცადეთ ამ დროის განმავლობაში არავის გადაუშალოთ გული. ეს, პირველ რიგში, კოლეგებს ეხება. არ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, გეგმები და ნუ იწუწუნებთ. ყველაფერი, რასაც ახლა იტყვით, მოგვიანებით შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და მიჰყევით შინაგან ხმას. ამ რთულ დროს ისინი არ გიღალატებენ. არ არის გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ყოველდღიური პრობლემები მარტივად მოგვარდება. შეყვარებულ ვერძებს სასიამოვნო პერიოდი ელით, – პაემანი, რომანტიკული მოგზაურობა და სიურპრიზები გარანტირებულია. შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ: სილამაზის სალონი, დასვენება, შოპინგი…
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
კურო
თანხას იქიდან მიიღებთ, საიდანაც არ ელოდით. განკარგეთ ის გონივრულად! მთავარია, უპასუხისმგებლო ადამიანებს სესხი არ მისცეთ. სამსახურში დაალაგეთ ნაშრომები: ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი დაგროვდა. ფხიზლად იყავით და დამკვირვებლის ამპლუა მოირგეთ – კოლეგებისგან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. ამ კვირაში ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 31.
ტყუპი
თქვენ გარშემო მყოფ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდება. ახლა არავის ენდოთ, უმჯობესია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია სოციალური და პროფესიული მიღწევებისთვის, თუმცა ახალი სერიოზული პროექტები ჯერ არ დაიწყოთ, რადგან შედეგებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. აი, სახლში კი ყველაფერი გააკეთეთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით. იფიქრეთ კოსმეტიკურ რემონტზე – დიდი ხარჯი არ გექნებათ და გარემოს გაალამაზებთ.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
იყავით თავაზიანი და ყურადღებიანი თქვენ გარშემო მყოფებთან. მეგობრებთან შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას, მაგრამ სიმართლე თქვენს მხარეს იქნება. პირად ცხოვრებაში თავისუფლად გამოთქვით თქვენი აზრი, მაგრამ უფროსებსაც მოუსმინეთ და მათგან ისწავლეთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვისა და დიეტისთვის. თქვენგან დიდი ძალისხმევა საჭირო არ არის, სამაგიეროდ შედეგი განსაცვიფრებელი იქნება. შესაძლებელია ბედნიერი შეხვედრები და სასიხარულო ცნობები საოჯახო საკითხებთან დაკავშირებით.
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 4.
ფინანსური ინვესტიციები მხოლოდ ახლობლებთან წინასაწარი კონსულტაციის შემდეგ განახორციელეთ. აი, გადაწყვეტილება კი, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება, მარტომ მიიღეთ. გსურთ სიმშვიდე ურთიერთობებში? იზრუნეთ საკუთარ ინტერესებსა და ჰობიზე. შესანიშნავი პერიოდია თქვენი მეგობრული წრის გაფართოებისთვის, საქველმოქმედო და კეთილი საქმეებისთვის.
სასიკეთო დღეები: 1, 5.
არასასიკეთო დღე: 6.
წარმატებული კვირაა თვითგანათლების, კრეატიულობისა და მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად. საქმიანი პარტნიორები შემოგთავაზებენ, ახალი იდეები ერთობლივად განახორციელოთ, კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. სამსახურში შეიძლება თქვენზე ზეწოლა დაიწყოს. უკან არ დაიხიოთ, არ მოგერიდოთ და პირდაპირ უთხარით თქვენს გარშემო მყოფებს, როგორ უნდა მოგექცნენ და როგორ – არა. მარტოხელა ქალწულებს ახალი საინტერესო ნაცნობობა ელით.
სასიკეთო დღეები: 4, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში მკვეთრად დაჩქარდება პროფესიული საქმეები, თქვენი შრომისმოყვარეობა კი სათანადოდ დაფასდება. აი, აგარაკზე კი ახლა უმჯობესია არ იმუშაოთ – დაისვენეთ, რათა შემდგომი პერიოდისთვის ძალა მოიკრიბოთ. პატივისცემით მოეპყარით საყვარელ ადამიანს და იზრუნეთ მასზე. ბავშვებთან იყავით უფრო მკაცრი, მაგრამ მათთან ჩხუბი საჭირო არაა, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 6.
მორიელი
ნებისმიერი ახალი ნაცნობობა ახლა სასიკეთოდ წარიმართება, იქნება ეს საქმიანი თუ რომანტიკული. თქვენ იქნებით ნებისმიერი კომპანიის წამყვანი. თქვენი შინაგანი მაგნეტიზმი და მომხიბვლელობა გულგრილს არავის დატოვებს. სამსახურში სიახლეები მოსალოდნელი არ არის. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საკითხებს. თუ სახლის გარემონტებას აპირებთ, ნუ გადადებთ დაწყებას.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
მშვილდოსანი
რატომ არ გაქვთ რომანი? ზუსტად ამის დროა! თუმცა ის გრძელვადიანი არ იქნება. ფულთან დაკავშირებით ეს პერიოდი რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. უბრალოდ, ძალიან ბევრს ნუ დახარჯავთ. გადაწყვეტილებები საქმიან სფეროში ზუსტი აღმოჩნდება, ყურადღებას მიიპყრობთ და კოლეგების მხრიდან კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოიპოვებთ. ხანდაზმულმა ახლობლებმა შეიძლება დახმარება გთხოვონ: უარი არ უთხრათ!
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 31.
ახლა ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის დროა. მზად იყავით და ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ელოდით. ამ შაბათ-კვირას ძალიან კარგ ხასიათზე იქნებით და თქვენი განწყობა აუცილებლად გაუზიარეთ ახლობლებს. ამ კვირაში მომავლისთვის არაფერი დაგეგმოთ – წარმატებას ვერ მიაღწევთ. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ, მაქსიმალურად ბევრი იარეთ და ისეირნეთ, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი!
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში ზოგიერთ საქმეში პრობლემებია მოსალოდნელი. მზად იყავით ნებისმიერი შედეგისთვის და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვეთ. მარტოხელა მერწყულები შეიძლება არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეხვდნენ: ყურადღება მიაქციეთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, სანამ რომანს ან საქმიან ურთიერთობას დაიწყებდეთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 4.
სამსახურში ბრწყინავთ! პროექტი, რომელზეც მუშაობდით, წარმატებული იქნება. გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი თავის წარმოსაჩენად. გონივრულ გრაფიკს თუ შეადგენთ, ამ კვირაში დრო ყველაფრისთვის გექნებათ და პატარა მოგზაურობებსა და მეგობრებთან შეხვედრებს ნუ გამოტოვებთ. ავტომოყვარულები ახლა ფრთხილად უნდა იყვნენ. ისინიც, ვინც სპორტით არის დაკავებული – ეს პერიოდი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის უკიდურესად ტრავმულია.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
თამთა გურული
კომენტარები