ქართველები უცხოეთში

ქართული წარმოშობის მილიონერი ჟურნალისტი – ერთ წელიწადში თინა კანდელაკმა 3.5 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა

მატჩ ტვ“-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა 2020 წელს 258 მილიონი რუბლი (3.5 მლნ აშშ დოლარი) გამოიმუშავა. ამის შესახებ მისი მეუღლის ვასილი ბროვკოს დეკლარაციიდან გახდა ცნობილი.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, 2020 წელს კანდელაკმა წინა წელთან შედარებით 100 მილიონი რუბლით მეტის დეკლარირება მოახდინა.

დეკლარაციის თანახმად ტელეწამყვანს ეკუთვნის ბინა, რომლის ფართობი 312.8 კვ.მ-ია. ორი ავტოსადგომი და მოტოციკლი Ducati Monster 797.

2019 წელთან შედარებით კანდელაკის კიდევ 72.2 კვ.მ ფართის უძრავი ქონება დაემატა.

Forbes-სთან საუბრისას თინა კანდელაკმა შემოსავლების ასეთი ზრდა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციებით ახსნა. მისი თქმით, შემოსავალი რამდენიმე წყაროდან მოდის, ესაა ხელფასი „მატჩ ტვ“-ში. სარეკლამო კონტრაქტები, ფასიანი ქაღალდები და დივიდენდები ბიზნესში (კოსმეტიკური ბრენდი Ansaligy და სილამაზის სკოლა).

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close