fbpx
შეუცნობელი

ოთხი „თარსი“ ადგილი ნებისმიერ ქალაქში – მოერიდეთ!

ყველა ქალაქში არსებობს ნეგატიური ენერგიის შემცველი ადგილები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ, რათა უბედურებას არ გადაეყაროთ და ეს მხოლოდ სასაფლაოები არ არის, – გვაფრთხილებენ ასტროლოგები და ეზოთერიკები.

გზაჯვარედინი

ყველამ, ვინც მაგიასთან დაკავშირებულ საკითხებში ოდნავ მაინც ერკვევა, იცის, გზაჯვარედინებს რამდენად დიდი ყურადღება ექცევა. ოთხი გზის გადაკვეთაზე თავს იყრის ყველა უარყოფითი ენერგია, რომელსაც მაგები იწვევენ.

უსიამოვნო სიტუაციები თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გზაჯვარედინებს ერიდოთ:

👉არავითარ შემთხვევაში არ დაადგათ ფეხი გზაჯვარედინის ცენტრზე, სადაც ყველანაირი ცუდი ენერგია თავს იყრის;
👉გზაჯვარედინზე გადასვლის დროს შეეცადეთ არაფერზე იფიქროთ (განსაკუთრებით, მომავლის გეგმებზე და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე).

მიტოვებული შენობები

ძველი, ნახევრად დანგრეული და მიტოვებული შენობები, გზაჯვარედინების მსგავსად, უარყოფით ენერგიას იზიდავენ.

👉მიტოვებული ადგილების მონახულება ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე სწრაფად აისახება. ხშირად, ასეთ ადგილზე ყოფნისას, ადამიანს შფოთვა, შიში ან გაუგებარი აგრესია ეუფლება, რასაც თან ახლავს ამ ადგილიდან რაც შეიძლება მალე წასვლის სურვილი.

ეს ყველაფერი „ბნელ გარემოში“ ყოფნაზე მეტყველებს, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ.

შენობები მახვილი კუთხეებით

თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბოროტი სულების კონცენტრაციის ადგილები ყოველთვის მკვეთრი, მახვილი კუთხეებით აღინიშნება. ხშირად მახვილკუთხეებიანი კედლების მქონე შენობებს მისტიკურ სტატუსს ანიჭებენ (ამის მაგალითია ვიბორგის ჯადოქრების სახლი, რომლის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს).

👉საქმე ისაა, რომ მკვეთრ კუთხეებს როგორც სივრცის, ისე ადამიანის ენერგეტიკული ველის შუაზე „გაჭრის“ თვისება აქვთ. სწორედ ამ მიზეზით, მნიშვნელოვანი შეხვედრის დანიშვნა ან ცხოვრება მკვეთრი კუთხეების მახლობლად არასასურველია. ამით შეიძლება საკუთარი ენერგია და საქმეებიც დააზიანოთ.

ადგილები, სადაც ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება

ყველა ქალაქში არის ადგილები ცუდი რეპუტაციით და ეს ყოველთვის მისტიკურობასთან არ ასოცირდება. ისიც საკმარისია, რომ ასეთ ადგილებში გამუდმებით უსიამოვნო შემთხვევები ხდება და ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ.

👉საფრთხესთან ასოცირებული ადგილები, ფაქტობრივად, ნეგატივით გაჟღენთილია, ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე და ენერგიაზე – ნუ დააბინძურებთ მას.

funtime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close