ბრედ პიტმა შვილებზე საერთო მეურვეობა მოიპოვა
ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა შვილებზე, რომელიც მას ანჯელინა ჯოლისგან ჰყავს, საერთო მეურვეობა მოიპოვა. ამის შესახებ Page Six-ი წერს.
ამ საკითხზე ყოფილი წყვილის სასამართლო პროცესი თითქმის 5 წელი გრძელდებოდა. გამოცემის ცნობით, ახლა მეურვეობის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
„ბრედს უბრალოდ სურდა საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა და ცხადი იყო, რომ ანჯელინა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – ამბობს გამოცემის წყარო.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური შვილია, 3 კი – ნაშვილები.
განქორწინება ანჯელინა ჯოლიმ მოითხოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო ინციდენტი, რომლის დროსაც თითქოს ბრედ პიტმა ერთ-ერთ შვილს დაარტყა, თუმცა ბავშვთა უფლებების დამცველმა დეპარტამენტმა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
imedinews.ge
კომენტარები