მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

კოვიდ-19-ით დაავადებული კომაში მყოფი ქალი ამშობიარეს

უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა და ამის შესახებ ხელოვნური კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო. ინფორმაციას New York Post-ი Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

2020 წლის ბოლოს, ორსულობის ბოლო თვეში შილვია ბედო-ნადს COVID-19-ი დაუდგინდა. ექიმებმა ის თვითიზოლაციაში სახლში გაუშვეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუარესდა და იგი ბუდაპეშტის კლინიკაში გადაიყვანეს.

ორსულ ქალს სუნთქვა უჭირდა, იგი რეანიმაციაში მოათავსეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი დასჭირდა, შემდეგ კი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. კომაში ყოფნისას ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და გოგო შეეძინა.

ვიდრე ქალი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ჩვილზე მისი მეუღლე ზრუნავდა. პაციენტი ერთთვიანი კომის შემდეგ გონზე მოვიდა. ის ექიმებს საკუთარ მუცელს აჩვენებდა და ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, როდის იმშობიარა; ექიმებმა აუხსნეს, რომ ჩვილი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, როცა თავად ხელოვნურ კომაში იყო.

ექიმების თქმით, ბედო-ნადის დაავადება ძალიან მძიმე შემთხვევა იყო.

ახლა ქალი სახლშია შვილთან და ქმართან ერთად და რეაბილიტაციის კურსს გადის.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close