იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი CHRISTIE’S-ის აუქციონზე 38 მილიონ დოლარად გაიყიდება
იშვიათი ვარდისფერი შეფერილობის ბრილიანტი Christie’s-ის აუქციონზე, რომელიც ამ კვირას ჰონგ კონგში უნდა გაიმართოს, რეკორდულ თანხად გაიყიდება. ბრილიანტის საწყისი ღირებულება 38 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცლელებს.
18.81-კარანტიანი ბრილიანტი, სახელად „საკურა“ ყველაზე მსხვილკარატიანი ვარდისფერი ბრილიანტია, რომელიც ამ დრომდე აუქციონებზე გაყიდულა. აღნიშნული ბრილიანტის მსგავსი შეფერილობა მსოფლიოში არსებული ვარდისფერი ბრილიანტების მხოლოდ 4%-ს აქვს.
როგორც აუქციონის ორგანიზატორები იუწყებიან, ბრილიანტის მაღალი ფასი მისმა ზომამ, თვალისმომჭრელმა შეფერილობამ და უზადო შინაგანმა სტრუქტურამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გამართულ Sotheby’s-ს აუქციონზე ვარდისფერი შეფერილობის 14.8-კარატიანი ბრილიანტი, სახელად „ვარდის სული“, 26.6 მლნ დოლარად გაიყიდა, ხოლო ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი 2017 წელს 71.2 მლნ აშშ დოლარად ჰონგ კონგის Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა.
СNN-ი წერს, რომ ბრილიანტების გაყიდვებიდან შემოსავლები მსოფლიოს მასშტაბით გასულ წელს 15%-ით შემცირდა, ხოლო, ზოგადად ,საიუველირო ნაწარმის – 40%-ით.
bm.ge
კომენტარები