fbpx
საზოგადოება

ცნობილი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე თხოვდება – გაიცანით სკანდალური მოდელის საქმრო (ვიდეო)

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი პირად ცხოვრებას აღარ მალავს. ცნობილი ხდება, ვისზე თხოვდება კესარია აბრამიძე.

მაია ასათიანის გადაცემა „პროფილში“ ცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა კესარია აბრამიძემ თავისი საქმრო გამოაჩინა. გადაცემის ანონსის ვიდეოდან ვიგებთ, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს და ახლა კესარია, სავარაუდოდ, მალე გათხოვდება კიდეც.

რამდენიმე კვირაა, რაც ცნობილი მოდელი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს. კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია მან 15 წლის წინ გაიკეთა, ხოლო სასქესო ორგანოსი – ოთხი წლის წინ და პასპორტშიც „ქალი“ უწერია.

აღარავინ დავობს, რომ კესარიას უამრავი ქალბატონი ბაძავს და ცდილობს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, რათა მას დაემსგავსოს. უმშვენიერესი ქალბატონი, თავის მხრივ, ყველას მოუწოდებს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისკენ.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kesaria Abramidze (@kesaria_official)

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. კესარია აბრამიძე რამდენიმე წლის წინ დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ „ერთმანეთი ამოწურეს“. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kesaria Abramidze (@kesaria_official)

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close