fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ინდოელი ქალი, რომელიც კორონავირუსით „გარდაიცვალა“, კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე „გაცოცხლდა“

76 წლის ინდოელი ქალი, რომელიც კორონავირუსის შედეგად „გარდაიცვალა“, კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე „გაცოცხლდა“, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Insider-ი წერს. 

შაკუნტალა გაიკვადს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ქალი ოჯახის წევრებმა 10 მაისს საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ აღმოჩნდა. როდესაც ოჯახი მანქანით საავადმყოფოს გარეთ იდგა და არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ ინფიცირებულს, გაიკვანდმა გონება დაკარგა და ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ ის გარდაიცვალა.

ქალი სახლში გადაიყვანეს და კრემაციისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა მაშინ, როდესაც ცეცხლის ანთებას იწყებდნენ, გაიკვადმა თვალები გაახილა და ტირილი დაიწყო.

მომხდარი ადგილობრივმა პოლიციელმაც დაადასტურა.

ქალი მკურნალობისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ცნობილი არ არის.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close