მიგრაციაპოლიტიკა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთბაშად ტრამპის 7 ბრძანებულება გააუქმა, მათ შორის, იმიგრანტებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააუქმა 7 ბრძანებულება, რომელიც მისმა წინამორბედმა – დონალდ ტრამპმა გამოსცა. მათ შორის არის დადგენილება, რომლის თანახმადაც აშშ-ში ყველა პოტენციურ იმიგრანტს უნდა დაესაბუთებინა, რომ ამერიკული სამედიცინო დაზღვევა აქვს. ამის შესახებ ბრძანებულება თეთრი სახლის საიტზე 14 მაისს გამოქვეყნდა. 

დოკუმენტში, კერძოდ, მითითებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტლება „არ პასუხობდა შეერთებული შტატების ინტერესებს“. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დადგენილება, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გამოვიდა, ითვალისწინებდა, რომ აშშ-ში ჩამსვლელებს საიმიგრაციო ვიზის საფუძველზე უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათ საკმარისი სახსრები აქვთ „გონივრულად პროგნოზირებადი სამედიცინო ხარჯების“ დასაფარად.

სხვა დადგენილებებთან ერთად, რომელთა მოქმედებაც ბაიდენმა გააუქმა, არის 2020 წლის მაისის დადგენილება „ინტერნეტში ცენზურის დაწესების შესახებ“. ის ეხებოდა ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ძირს უთხრიდა მომხმარებელთათვის „სანდო ონლაინ პლატფორმების“ ხელმისაწვდომობას.

ბაიდენმა უარი თქვა ამერიკელ გმირთა ეროვნული ბაღის შექმნაზეც

გაუქმებულია, აგრეთვე, დადგენილება „ამერიკული ძეგლების, მონუმენტებისა და ქანდაკებების დაცვის შესახებ“, რომელსაც ტრამპმა 2020 წლის 26 ივნისს მოაწერა ხელი Black Lives Matter-ის პროტესტის და აშშ-ის კოლონიურ წარსულთან დაკავშირებული ობიექტების განადგურების ფონზე.

ბაიდენმა უარი თქვა იდეაზე ამერიკელ გმირთა ეროვნული ბაღის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც განთავსდებოდა ქანდაკებები „უდიდესი ამერიკელებისა, რომლებსაც აშშ-ში ოდესმე უცხოვრიათ“.

აშშ-მა გადაწყვიტა, არ მოახდინოს საშინაო დახმარების „რებრენდინგი“

ამასთან, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული დადგენილება „რეგულირების რეფორმის მეშვეობით ამერიკელების გადაჭარბებული კრიმინალიზაციისგან დაცვის შესახებ“; „რებრენდინგი“, რომელიც ვაშინგტონის საშინაო დახმარებას ეხება და ნაციონალური გავლენის გაძლიერება, აგრეთვე, კიდევ ერთი დადგენილება „ამერიკელი გმირების ძეგლების აღდგენის შესახებ“.

ბაიდენი ტრამპის განკარგულებების გაუქმებას სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დაკავებიდან მალევე შეუდგა. მაგ., მაისის დასაწყისში მან 15 ათასიდან 62,5 ათასამდე გაზარდა აშშ-ის მიერ მიმდინარე წელს დევნილთა მიღების კვოტა. აქამდე მოქმედი ისტორიულად ყველაზე დაბალი ლიმიტი, რომელიც წინა – ტრამპის  ადმინისტრაციამ დააწესა, „არ ასახავს ღირებულებებს ამერიკის, როგორც ნაციისა, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს დევნილებს“, – ნათქვამი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: dw

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close