მედიცინამსოფლიოnews

აშშ-ში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაციამ (FDA) „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-იდან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა. სავარაუდოდ, შეერთებული შტატები 12-იდან 15 წლამდე მოზარდების აცრას ხუთშაბათიდან, 13 მაისიდან დაიწყებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქამდე „ფაიზერის“ პრეპარატით აცრა 16 წლის ასაკიდან იყო დაშვებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელსაც სურს შვილის დაცვა ან თინეიჯერი, რომელიც დაინტერესებულია, რომ აცრა გაიკეთოს, დღევანდელი გადაწყვეტილება ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 46 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close