fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში საფლავი ამოთხარეს და მიცვალებული მოიპარეს

საბერძნეთში, ელეფთეროპოლის სასაფლაოზე მომხდარი ამბის შესახებ ბერძნული მედია იუწყება

პრესა წერს, რომ უცნობმა პირებმა საფლავი გათხარეს და მიცვალებულის ცხედარი მოიპარეს.

მამაკაცის დაკრძალვიდან 9 დღის შემდეგ საფლავზე გასულ ოჯახის წევრებს მიწა უცნაურად აყრილი დახვდათ. მათ მუნიციპალური სამსახური გამოიძახეს.

საფლავის გათხრის შემდეგ კუბოში ცხედრის ნაცვლად ჩალა აღმოაჩინეს.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ვარაუდობენ, რომ მამაკაცის ცხედარი სხვა ნათესავებმა მალულად ამოთხარეს და გადაასვენეს.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close