fbpx
კრიმინალი

26 წლის გოგო გაუპატიურების შემდეგ მე-8 სართულიდან გადახტა – ცნობილია დანაშაულის დეტალები

ყაზახურმა მედიამ 6 მაისს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში 26 წლის ასელ აიპაევას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. 

7 მაისს კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა. ეს ტრაგედია თბილისში 5 მაისს დატრიალდა.

დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

info9.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close