fbpx
მედიცინა

ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა ალცჰაიმერის წინააღმდეგ საიმედო შედეგები აჩვენა

ალბერტ აინშტაინის სახელობის მედიცინის კოლეჯის მკვლევრებმა ექსპერიმენტული მედიკამენტი შექმნეს, რომელმაც თაგვებში ალცჰაიმერის ძირითადი სიმპტომები შეაჩერა და მიყენებული ზიანი აღადგინა. მედიკამენტი უჯრედულ გამწმენდ მექანიზმს აძლიერებს, რომელიც არასაჭირო ცილებს „მონელებითა და გადამუშავებით“ იშორებს. კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

„თაგვებში გაკეთებული აღმოჩენები არ ნიშნავს, რომ ის ადამიანებშიც იგივე იქნება, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ალცჰაიმერს ეხება, მაგრამ ჩვენს კვლევაში აღმოჩნდა ისე, რომ უჯრედული გამწმენდი მექანიზმის მოსპობა ალცჰაიმერის დაავადებას უწყობს ხელს თაგვებში, რომელიც, ასევე, ამ დაავადების მქონე ადამიანებშიც შეინიშნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენმა მედიკამენტმა შეიძლება იმუშაოს“, აცხადებენ კვლევის ავტორები.

1990-იან წლებში კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ანა მარია კუერვომ უჯრედული გაწმენდის პროცესის არსებობა აღმოაჩინა, რომელსაც ჩაპერონული აუტოფაგია (CMA) ეწოდება. მას შემდეგ მეცნიერმა მის როლზე 200 ნაშრომი გამოაქვეყნა.

ასაკის მატებასთან ერთად CMA ნაკლებად ეფექტაინი ხდება, რაც არასასურველი, უჯრედისთვის სახიფათო ცილების დაგროვების რისკს ზრდის. ფაქტობრივად, ალცჰაიმერი და ყველა ნეიროდეგენერაციული დაავადება პაციენტის ტვინში ტოქსიკური ცილების დაგროვებით ხასიათდება. ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევა კი CMA-სა და ალცჰაიმერს შორის დინამიკურ ურთიერთქმედებას ამტკიცებს – ნეირონებში CMA-ს გაქრობა ალცჰაიმერს უწყობს ხელს და, პირიქით, მისი არსებობის შემთხვევაში ამ დაავადების რისკი ნაკლებია.

ეს იმას ნიშნავს, რომ CMA-ს გამაძლიერებელი მედიკამენტები ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება შედეგიანი იყოს.

წყარო: mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close