fbpx
ჰოროსკოპი

8 მაისს სიყვარულის პლანეტა ტყუპის ნიშანში გადავა – რა ცვლილებებს გვპირდება 2021 წლის მაისი?

ვენერა, სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტა, ტყუპის სოციალურ და მიმზიდველ ნიშანში 8 მაისს გადავა და 2 ივნისამდე დარჩება. ამის შემდეგ კი კირჩხიბების სენტიმენტალურ ნიშანს ეწვევა, თუმცა მანამდე წინ მოულოდნელი სიყვარულით სავსე 3 კვირა გველოდება.

ვერძი

თქვენი ძლევამოსილი სიტყვები სხვების მოტივაციის ძირითადი წყარო იქნება. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეტად იგრძნობთ სოციალიზაციის ძლიერ წყურვილს. აღნიშნული ტრანზიტის პერიოდში თქვენი გონება ახალი შთაგონებით აივსება, ამიტომ დააკვირდით საკუთარ ფიქრებს და დაიწყეთ ჩანაწერების გაკეთება. ეს გენიალური იდეები მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

კურო

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი მმართველი პლანეტა – ვენერა შეგახსენებთ, რომ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ. ეს იქნება თქვენი ჩვეული შრომისმოყვარეობისა და პოზიტიური შედეგების პერიოდი. ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ გადადგათ მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები და გრძელვადიანი ფინანსური წარმატება მოიპოვოთ.

ტყუპი

რადგან სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტა თქვენს ნიშანში გაანათებს, თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. ეს ტრანზიტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება მარტოხელა ტყუპებისთვის, რადგან ყველა თვალი თქვენკენ იქნება მომართული. ახლა თავს ძალიან მომხიბლავად და სექსუალურად გრძნობთ!

კირჩხიბი

მზად ხართ ვენერას მაგიისთვის? მართალია თქვენი ნიშანი მხოლოდ მომდევნო თვეში უმასპინძლებს სიყვარულის პლანეტას, თუმცა მიმდინარე ტრანზიტი მაინც ოპტიმიზმითა და სიხარულით იქნება სავსე. ამ პერიოდში შეძლებთ წარსული მტკივნეული გამოცდილების დავიწყებას და სასიყვარული ცხოვრების ხელახლა დაწყებას.

ლომი

ვენერას ეს ტრანზიტი დადებითი ენერგიების ფეიერვერკს გპირდებათ. ამ პერიოდში შეძლებთ მიიღოთ ყველა ის დადებითი შედეგი, რაც უკანასკნელი თვეების შრომას უნდა გამოეღო. ასევე, ვენერა შეგმატებთ მომხიბვლელობასა და ბრწყინვალებას, ამიტომ მარტივად შეძლებთ გარშემომყოფების მოხიბვლას.

ქალწული

მოემზადეთ! თქვენი სანუკვარი ოცნებები და მიზნები სულ მალე რეალობად გადაიქცევა. ვენერაც და მერკურიც მზად არიან მოგცეთ ის სტიმული, რომელიც დიდი ხნის იდეების რეალიზაციაში გამოგადგებათ. ახლა შესანიშნავი დროა, დაანახვოთ სამყაროს, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ.

სასწორი

ვენერა დიდ მღელვარებას გპირდებათ, რადგან ამ ტრანზიტის დროს ცხოვრებას ახალი პერსპექტივით შეხედავთ. გარშემომყოფებს მოხიბლავთ თქვენი სიტყვებითა და ქმედებებით. გაძლიერდება ახლის შემეცნების სურვილი და წარმატებასაც სწორედ სწავლის საკითხებში მიაღწევთ. ვინ იცის, შესაძლოა თქვენი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული კურსებითაც კი დაინტერესდეთ…

მორიელი

ეს ტრანზიტი წარსულ ურთიერთობებთან დაბრუნებას გპირდებათ, თუმცა ეს ცუდი ამბავი სულაც არ არის – ახლანდელი პერსპექტივიდან განვლილი მოვლენების შეფასებით, თქვენ სრულიად ახლებურად დაინახავთ დაშვებულ შეცდომებს. რეტროგრადული მერკურის დახმარებით შეძლებთ წინა ტკივილების გადაფასებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.

მშვილდოსანი

ვენერა ახალ შესაძლებლობებსა და ენერგიას გპირდებათ, რაც პირდაპირ აისახება ურთიერთობების დინამიკაზე. რეტროგრადული მერკურის წყალობით დიდი შანსია თქვენს ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორები გამოჩდნენ, მაგრამ ვენერა მოგცემთ საკმარის მოტივაციას იმისთვის, რომ მათთან ჰარმონიული კომუნიკაცია დაამყაროთ და ცხოვრება სულ სხვა, ახალი მიმართულებით წაიყვანოთ.

თხის რქა

თქვენთვის ყურადღების ეპიცენტრში საკუთარი თავის სიყვარული აღმოჩნდება. ამ ტრანზიტის დროს მეტად დაახლოვდებით ღრმა გრძნობებსა და ემოციებთან, უკეთ შეიგრძნობთ როგორც სულიერ ასპექტებს, ისე ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერებას. ვენერას წყალობით მარტივად შეძლებთ საკუთარ გულში ახალი ვნებისა და ცეცხლის აღმოჩენას.

მერწყული

ვენერა უამრავ რომანტიკულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომლებიც შთაგონებით აგავსებთ. რეტროგრადული მერკური დაგეხმარებათ ხელახლა გადაამუშოთ ძველი შემოთავაზებები და ახალი, სრულიად განსხვავებული პერსპექტივით შეაფასოთ, თუმცა არ დაივიწყოთ მიზეზი, რის გამოც ეს რომანტიკული შეთავაზებები ღრმა წარსულში დატოვეთ.

თევზები

ვენერას წყალობა ყველაზე მეტად სწორედ თქვენ შეგეხებათ, რადგან ეს ტრანზიტი სიყვარულითა და მშვენიერებით აავსებს თქვენს ცხოვრებას. ახლა არ არის ძალაუფლებისა და ხელსაყრელი კავშირების დრო. ამ მშვიდობიან პერიოდში უფრო მეტად იგრძნობთ კომფორტსა და სიყვარულს თქვენ გარშემო. დარწმუნდით, რომ ახერხებთ ამ შემოთავაზებით ტკბობას და საკუთარ თავს ნამდვილ სიყვარულს ჩუქნით.

trend.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close