fbpx
მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

25 წლის ქალმა ერთდროულად ცხრა ბავშვი გააჩინა

დასავლეთაფრიკულ სახელმწიფო მალიში 25 წლის ქალმა ერთდროულად 9 ბავშვი გააჩინა – 5 გოგონა და 4 ბიჭი საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინენ ქვეყანას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ. ეს ამ დროისთვის მსოფლიო რეკორდია გადარჩენილი ახალშობილების რაოდენობით.

ექიმებს, რომლებიც ორსულობისას ჰალიმა სისეს მდგომარეობას ამოწმებდნენ, ეგონათ, რომ დედის მუცელში 7 ბავშვი იყო. მალის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ქალი მაროკოში გადააფრინეს, სადაც სამედიცინო მომსახურების დონე უკეთესია. მრავალშვილიან დედას ცხრა ახალშობილის გარდა კიდევ ერთი გოგონაც ჰყავს.

გინესის რეკორდსმენი აქამდე ამერიკელი ნადია სულემანი იყო, რომელმაც 2009 წელს ლოს ანჯელესში (კალიფორნია) ერთი მშობიარობისას რვა ბავშვი გააჩინა და რვავე ბავშვი გადარჩა. ისინი ახლა უკვე მოზრდილები არიან.

2017 წელს მსოფლიო მოიარა ტელესიუჟეტმა, თითქოს 42 წლის ინდოელმა ქალმა 11 შვილი გააჩინა ერთდროულად. თანაც ირწმუნებოდნენ, რომ 11-ვე ბავშვი ბუნებრივად, საკეისრო კვეთის გარეშე მოევლინა ქვეყანას. ქალის მუცელი მართლაც უზარმაზარი ჩანდა, თუმცა არავინ იცის, ნამდვილი იყო თუ არა ეს ამბავი.

9 ტყუპის დაბადების შემთხვევა აქამდე მხოლოდ ორჯერ არის დაფიქსირებული –  1971 წელს ავსტრალიაში, სიდნეიში, თუმცა ვერცერთი ახალშობილი ვერ გადარჩა და 1999 წელს მალაიზიაში, სადაც ახალშობილებიდან, აგრეთვე,  ვერცერთმა იცოცხლა რამდენიმე საათზე მეტხანს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close