საზოგადოებასაბერძნეთი

რატომ გაიფიცა ბერძნული მედია?

ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა. ინფორმაცია  ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. 4 მაისს დილის 6 საათიდან 5 მაისის დილის 6 საათამდე რადიოებსა და ტელევიზიებში ახალი ამბების გამოშვებები ეთერში არ გავიდა, არ მუშაობდა საინფორმაციო ვებგვერდებიც. გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA იყო. 

გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიის თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასა და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის (EDOEAP) გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.

მედიის წარმომადგენლები საბერძნეთში ბოლოს 2017 წლის მაისში გაიფიცნენ. 

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close