ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

რა შემთხვევაში გაუკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

საბერძნეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველი მაისისთვის ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 3 მილიონ 115 ათასი ადამიანი, საიდანაც 944 ათასმა ადამიანმა უკვე ორივე დოზა მიიღო, ხოლო 2 მილიონ 170 ათასმა – ჯერჯერობით მხოლოდ პირველი დოზა.

ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია. ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ატიკის ოლქში დღიურად პირველი დოზით დაახლოებით 10 ათასი ადამიანის აცრა ხდება, ხოლო თესალონიკში კი – 3 ათასამდე.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საბერძნეთში ბინადრობის უფლებას ფლობენ. ამისათვის უნდა გახსნათ შემდეგი ლინკი: https://emvolio.gov.gr/, შემდეგ აჭერთ Αναζήτηση με ΑΜΚΑ და შეგყავთ თქვენი ΑΜΚΑ და ΑΦΜ. ამის შემდეგ სისტემა გაცნობებთ, მიმდინარეობს თუ არა ამჟამად თქვენი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეთა ვაქცინაცია. დადებითი პასუხის შემთხვევაში ირჩევთ ვაქცინაციის ცენტრს და თარიღს.

საბერძნეთის ხელისუფლების მონაცემებით მაის-ივნისის განმავლობაში ქვეყანა მიიღებს 3 მილიონ 250 ათას დოზა ვაქცინას კომპანია Pfizer-ისგან, 900 ათს დოზას – AstraZeneca-სგან და მილიონ 300 ათასს – Johnson & Johnson-ისგან. კომპანია Moderna მაისში შემოიტანს დაახლოებით 100 ათას დოზას. ჯერ კიდევ უცნობია რა რაოდენობის ვაქცინას შემოიტანს Moderna ივნისში.

გიორგი ჯანელიძე

P. S. რეგისტრაციისას არ მოგეწოდებათ ინფორმაცია, თუ რომელი ვაქცინით აგცრიან, თუმცა არაოფიციალური ცნობებით, თუკი სისტემა გიჩვენებთ, რომ მეორე დოზა დაახლოებით 20 დღეში გიწევთ, მაშინ საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე. Astra-Zeneca-ს შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთება დაახლოებით 2 თვის შემდეგ ხდება. თუკი რომელიმე კონკრეტული ვაქცინით აცრა არ გსურთ, შეგიძლიათ რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანოთ და მოგვიანებით ისევ ცადოთ თქვენთვის სასურველი ვაქცინით აცრა. ვიმეორებთ, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close