მსოფლიოსაზოგადოება

ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა, სასამართლომ გაათავისუფლა

ორი შვილის დედა, 31 წლის მელექ იპეკი, რომელმაც საკუთარი მეუღლე მოკლა, თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა.

როგორც თურქული მედიასაშუალებები წერენ, ახალგაზრდა ქალი სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას მეუღლე შიშველს სცემდა, აუპატიურებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

მელექ იპეკმა ქმარი სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც იგი პოლიციამ დააკავა.

ორი შვილის დედამ პატიმრობაში 108 დღე გაატარა.

იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავედ ცნობდნენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლე დაეთანხმა იმ არგუმენტს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა და ქალი გაათავისუფლა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close