fbpx
საზოგადოება

„დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე…“ – აცრის გამო გარდაცვლილ დედას შვილებმა წერილი მისწერეს

„დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე იმიტომ, რომ მომენატრე. მინდოდა გულში ჩამეკარი მაგრამ ზეცაში ხარ…“ – აცრის შედეგად გარდაცვლილ 27 წლის მედდას, მეგი ბაქრაძეს შვილებმა – სალიმ და საბამ წერილი მისწერეს.

„დედა ძალიან მომენატრე. მინდა, რომ ჩაგეხუტო დედა. დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე იმიტომ რომ მომენატრე. დედა მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი. დედა მიყვარხარ და მენატრები. შენმა მშობლებმაც იტირეს დედა.

დედა გუშინ საბა მთვრალი იყო. როლიკებით კინაღამ ცხვირ-პირი მოიმტვრია. შარვალი და ზედა ძლივს გავხადეთ.

დედა შენ ბექას ძმასთან წახვედი და ბაბუასთან იქ კარგად იქნები.
დედა მომენატრე ძალიან. მიყვარხარ მაინც, ზეცაში წასული.

შენ სალი და საბა…“

 

18 მარტს ახალგაზრდა ექთანს ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად რეგულირების სააგენტოში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი უკვე წარუდგინა. მათ ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close