მოდა/სილამაზეარტისტი

შეუდარებელი, როგორც ყოველთვის – 56 წლის მონიკა ბელუჩი „მადამ ფიგაროს“ ფურცლებზე (ფოტოები)

56 წლის მონიკა ბელუჩი ცნობილი ფრანგული ჟურნალის, Madame Figaro-ს აპრილის ნომრის სახე გახდა. იგი საბინა ვილარის კამერის წინ Dior-ის, Lanvin-ის და Chanel-ის საგაზაფხულო კოლექციების სამოსში პოზირებს, სპაგეტის ამზადებს და დედობაზე საუბრობს.

მონიკას იღებენ ფილმში „ჯადოქარი ღამით მოდის – 2“, რომლის გადაღებები ამჟამად იტალიაში მიმდინარეობს. მსახიობი კეთილი ჯადოქრის, ბავშვების მხსნელის როლს თამაშობს. ბელუჩი ამბობს, რომ გადასაღებ მოედანზე ძალიან ხალისობს. ეს მისი პირველი საბავშვო ფილმია.

მონიკა ბელუჩის აოცებს ის ფაქტი, რომ ასე დიდხანს შეძლო კინოში დარჩენა. მისი თქმით, როდესაც ფილმებში გადაღებებს იწყებდა 25 წლის ასაკში, ოცნებაც კი არ შეეძლო ასეთ წარმატებულ კარიერაზე. პანდემიის დროსაც კი, როცა თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა, მსახიობი მაქსიმალურად დატვირთული იყო. იგი 2020 წელს მუშაობდა ფილმის „გოგონა შადრევანში“ გადაღებაზე, სადაც საკულტო შვედი მსახიობის – ანიტა ეკბერგის როლი შეასრულა. მას იღებდნენ სერიალებში  Les Fantasmes და L’Amour flou (Canal+-ის პროექტი). როგორც კი თეატრები ისევ გაიხსნება, მონიკა ბელუჩი გააგრძელებს მონაწილეობას სპექტაკლში „კალასი“, რომლის დამდგმელი რეჟისორია ტომ ვოლფი.

მონიკა ბელუჩი ამბობს, რომ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ქალიშვილები – 16 წლის დევა და 11 წლის ლეონი. მსახიობის თქმით, დედობამ მას საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აპოვნინა. ამის მიუხედავად არ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა ქალმა გამოსცადოს დედობა. „ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, თუმცა ისინი არანაკლებ წარმოაჩენენ თავიანთ ქალურობას“, – ამბობს მონიკა საუბარში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close