აშშ-ში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასას ასტრონავტი, ხომალდ Apollo 11-ის სახელგანთქმული პილოტი მაიკლ კოლინზი. სწორედ კოლინზი ხელმძღვანელობდა აპოლო 11-ის იმ მოდულს, რომელმაც ადამიანები პირველად ჩაიყვანა მთვარის ზედაპირზე.
კოლინზის გარდაცვალების შესახებ მისმა ახლობლებმა Twitter-ზე დაწერეს.
Family Statement on Passing of Astronaut Michael Collins pic.twitter.com/6OAw7CzFaz
— Michael Collins (@AstroMCollins) April 28, 2021
მაიკლ კოლინზი ისტორიაში პირველი კოსმოსური გაფრენის მონაწილე იყო 1969 წელს, როდესაც ადამიანმა მთვარეზე ფეხი დაადგა. ხომალდ „აპოლო 11“-ის მთვარის მოდული ნილ არმსტრონგთან და ბაზ ოლდრინთან ერთად პირველად დაეშვა მთვარეზე, კოლინზი კი თავის კოლეგებს მთვარის ახლოს ორბიტაზე ელოდებოდა. ამის გამო მას ზოგჯერ „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მარტოსულ ადამიანსაც“ უწოდებდნენ.
კოლეგას ტვიტერის პოსტით დაემშვიდობა მისი ეკიპაჟის წევრი, 91 წლის ბაზ ოლდრინიც. ნილ არმსტრონგი კი 2012 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.
„ძვირფასო მაიკ, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის გექნება ცეცხლი, რომ მარჯვედ გაგვაქროლო ახალი სიმაღლეებისკენ და მომავალში. მოგვენატრები. მშვიდად განისვენე“.
Dear Mike,
Wherever you have been or will be, you will always have the Fire to Carry us deftly to new heights and to the future. We will miss you. May you Rest In Peace. #Apollo11 pic.twitter.com/q4sJjFdvf8— Dr. Buzz Aldrin (@TheRealBuzz) April 28, 2021
ოჯახის ინფორმაციით, კოლინზის სიკვდილის მიზეზი სიმსივნური დაავადება გახდა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები