fbpx
მსოფლიოnews

გარდაიცვალა მაიკლ კოლინზი, „აპოლო 11-ის“ მთვარის მისიის მონაწილე

აშშ-ში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასას ასტრონავტი, ხომალდ Apollo 11-ის სახელგანთქმული პილოტი მაიკლ კოლინზი. სწორედ კოლინზი ხელმძღვანელობდა აპოლო 11-ის იმ მოდულს, რომელმაც ადამიანები პირველად ჩაიყვანა მთვარის ზედაპირზე.

კოლინზის გარდაცვალების შესახებ მისმა ახლობლებმა Twitter-ზე დაწერეს.

მაიკლ კოლინზი ისტორიაში პირველი კოსმოსური გაფრენის მონაწილე იყო 1969 წელს, როდესაც ადამიანმა მთვარეზე ფეხი დაადგა. ხომალდ „აპოლო 11“-ის მთვარის მოდული ნილ არმსტრონგთან და ბაზ ოლდრინთან ერთად პირველად დაეშვა მთვარეზე, კოლინზი კი თავის კოლეგებს მთვარის ახლოს ორბიტაზე ელოდებოდა. ამის გამო მას ზოგჯერ „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მარტოსულ ადამიანსაც“ უწოდებდნენ.

კოლეგას ტვიტერის პოსტით დაემშვიდობა მისი ეკიპაჟის წევრი, 91 წლის ბაზ ოლდრინიც. ნილ არმსტრონგი კი 2012 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

„ძვირფასო მაიკ, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის გექნება ცეცხლი, რომ მარჯვედ გაგვაქროლო ახალი სიმაღლეებისკენ და მომავალში. მოგვენატრები. მშვიდად განისვენე“.

 

ოჯახის ინფორმაციით, კოლინზის სიკვდილის მიზეზი სიმსივნური დაავადება გახდა. 

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close