პოლიტიკასაქართველო

საქართველო COVID-პასპორტის შექმნაზე მუშაობს

საქართველო COVID-პასპორტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

„ეს პასპორტი იქნება იმ პრინციპებზე აგებული, რა პრინციპებზეც იგეგმება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი – აცრის სტატუსი, დაავადების გადატანის ან არგადატანის, ასევე PCR ტესტირების პასუხი – ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები, თანხმდება უკვე სამინისტროსთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამუშაო ჯგუფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი (ორჯერადი აცრა) 2887 პირს აქვს ჩატარებული. მათ შესაბამისი ცნობის მიღება მხოლოდ იმუნიზაციის ბაზიდან შეუძლიათ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close