კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 აპრილი-2 მაისი
26 აპრილს მზარდი მთვარეა. ამ პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია თვითგანვითარებით დაკავდეთ. დარეგისტრირდით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, დაიწყეთ კარგი წიგნების კითხვა, ჩაეწერეთ ტრენინგებზე.
27 აპრილს სავსე მთვარეა. თუ ამ დღისთვის დანიშნული გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, პაემანი ან რაიმე ღონისძიება, შესანიშნავია! სავარაუდოდ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის და კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. ნებისმიერი ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს შედგება, ძალიან წარმატებული და მომავალზე ორიენტირებული იქნება.
28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში გაუჭირდებათ ზოდიაქოს იმ ნიშნების წარმომადგენლებს, რომელთაც სამსახურში ყველაფერი რიგზე არ აქვთ. სანამ მთვარე იკლებს, ხელმძღვანელობას შეუძლია რაიმეში დაგადანაშაულოთ, კოლეგები კი უარს იტყვიან მხარდაჭერაზე. სტრესის ხარისხის შესამცირებლად თავად იზრუნეთ საკუთარ დადებით განწყობაზე. გახსოვდეთ, რომ ცუდი პერიოდი მალე დასრულდება!
ბოლოს და ბოლოს, თქვენს ქუჩაზე დღესასწაული დადგება! შესაძლოა დაწინაურება სამსახურში, წარმატებები საქმეში, მოგების მიღება. შესანიშნავი დროა, რომ თანხის დაზოგვა დაიწყოთ. ასევე კარგია ახლა მომგებიანი კავშირების დამყარება – უახლოეს მომავალში გამოგადგებათ. აქვე გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევა და ცხელ გულზე არაფერი გააკეთოთ, არ იჩქაროთ, გამოიყენეთ საღი აზრი.
სასიკეთო დღეები: 27, 1.
არასასიკეთო დღე: 2.
კურო
ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებთ იმ თანხის მიღებას, რისი იმედიც გქონდათ. აი, ცხოვრების სხვა სფეროებში კი ყველაფერი შესანიშნავად იქნება! შანსი გექნებათ, მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის წყალობით სწრაფად იპოვით მიზნისკენ მიმავალ გზას. ეს პერიოდი იდეალურია ქალაქგარეთ მცირეხნიანი მოგზაურობისთვის. ნათესავებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად დაიცალეთ ემოციებისგან.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 29.
ტყუპი
შეეცადეთ ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლდეთ, მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ და უახლოესი მომავლის გეგმები შეადგინეთ – ისინი რეალისტური იქნება და წარმატებით შესრულდება. დიდი შესყიდვების განხორციელება შესაძლებელია 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, ამ პერიოდში ვარსკვლავები არ გირჩევენ სესხის აღებას – მისი გადახდა ადვილი არ იქნება.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში ერთდროულად ბევრ რამეზე ფიქრი და რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ამავე დროს, შეიძლება თქვენმა მეორე ნახევარმა შეგამოწმოთ და ფხიზლად იყავით! საქმიანი ურთიერთობის მრავალი შანსი გაქვთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სერიოზული აღმოჩნდეს. ფრთხილად უნდა იყვნენ კირჩხიბის ნიშნის ის წარმომადგენლები, რომლებსაც პრობლემები აქვთ გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებით. მიხედეთ ჯანმრთელობას!
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
ამ კვირაში შეიძლება მოსალოდნელზე მეტი საქმეები გამოგიჩნდეთ. თქვენი ძალისხმევის წყალობით ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ამავე დროს, კვირის ბოლოს შეგიძლიათ ერთხელ მაინც დაისვენოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. პირველ მაისს გაემართეთ სილამაზის სალონისკენ: ეს საუკეთესო დღეა, რომ თქვენს გარეგნობაზე იზრუნოთ.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 2.
კვირის დასაწყისი ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება. შეეცადეთ განახორციელოთ ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ინტუიცია ახლა ნაკლებად დაგეხმარებათ. სადავო საკითხებში კონსულტაცია გაიარეთ მცოდნე ადამიანებთან. ეს პერიოდი ხელსაყრელია უძრავი ქონების ნებისმიერი ოპერაციისთვის. ისინი, ვინც მოგზაურობაში მიდიან, არ ინანებენ, შანსი აქვთ თავიანთ სიყვარულს სწორედ იქ შეხვდნენ!
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
თქვენს ოჯახში სიმშვიდე და მყუდროება სუფევს. ახლა შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ცხოვრების სხვა სფეროებს. მაგალითად, იზრუნეთ სამსახურის საკითხებზე. ბევრი საინტერესო გეგმა გამოჩნდება. ახლა შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი თავი ისე, რომ ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ. თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ. კარიერული მიღწევებისთვის საუკეთესო დღე 30 აპრილია.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
მორიელი
მარტივი კვირა არ არის, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, რომ თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომები. ამ კვირაში კიდევ ერთხელ მოგიწევთ საკუთარი მოსაზრების დაცვა. იყავით გულწრფელი და დამაჯერებელი! ახლო მეგობრებთან ჩხუბის დიდი რისკია. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკას, რომელიც შესაძლოა ახლა გარშემომყოფებისგან მოისმინოთ. შესაძლებლობა გაქვთ, წარმატებას მიაღწიოთ პროფესიულ სფეროში.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
მშვილდოსანი
იმდენი ენერგია გექნებათ, რომ, ფაქტობრივად, მთების გადაადგილებას შეძლებთ. ახლა შეგიძლიათ მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. იყავით მომთმენი და თანმიმდევრული, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. თქვენს ჯანმრთელობასაც ნუ დაივიწყებთ: პერიოდი ხელსაყრელია სამედიცინო გამოკვლევებისთვის. ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი გქონდეთ და მუდმივად მხედველობის არეში გყავდეთ, რომ რამე სერიოზული არ გამოგეპაროთ.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 1.
ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესოა. 28 აპრილიდან 2 მაისამდე სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მოიფიქრეთ, როგორ გამოიყენებთ მას, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ, შეეცადეთ მოიკრიბოთ ძალა ახალი მიღწევებისთვის. სახლში არანაირი რემონტი და გენარალური დასუფთავება! დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და გართობისთვის გამოიყენეთ.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 26.
ახლა შეიძლება გზაჯვარედინზე აღმოჩნდეთ. მშვიდად იყავით: გადაწყვეტილებას ცხელ გულზე ნუ მიიღებთ და ნამდვილად ბევრს მიაღწევთ. იყავით ზომიერი ყველაფერში – ფულის დახარჯვიდან ემოციის გამოხატვამდე. ძალიან ფრთხილად იყავით სამსახურშიც, ხელმძღვანელობა თვალს გადევნებთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
საუკეთესო დროა დიეტის დასაწყებად იმ თევზებისთვის, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ! ახლა კილოგრამები სწრაფად გაქრება! დეპრესიაში ნუ ჩავარდებით, მაშინაც კი, თუ ამის მიზეზი არსებობს. ამ კვირაში ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს გამძლეობასა და ერთგულებაზე: მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას. მოემზადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის 2 მაისს.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 27.
თამთა გურული
კომენტარები