fbpx
სპორტი

„ევროპა, მოვდივარ!“ – იტალიური გამოცემა მამარდაშვილზე წერს

ქართველი ვარსკვლავი მზადაა ევროპაში გადასასვლელად, ის „მანჩესტერსა“ და „რომაზე“ ოცნებობს

საქართველოს ნაკრების კანდიდატს, „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს იტალიური ინტერნეტპორტალი grandhotelcalciomercato წერილს უძღვნის და იტალიურ საფეხბურთო სამყაროს ნიჭიერი ქართველი მეკარის პერსპექტივას აცნობს.

„ევროპა, მოვდივარ!“- მამარდაშვილი საქართველოდან კარიერის აწყობაზე ოცნებობს (“Europa, arrivo!” Mamardashvili, dalla Georgia il sogno della carriera) – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს პორტალი.

„ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც მამიდან შვილზე გადადის ღირებულება, მისწრაფებანი, საქმიანობა. მამარდაშვილებს სამშობლოში კარგად იცნობენ. ჩვენ საქართველოში ვართ, დავითი (მამა) ასწავლის გიორგის, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ ჩემპიონატის საუკეთესო  პირველი ნომერი გახდეს. 43 წლის დავითი ახლა ქუთაისის ტორპედოს მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, იგი საუკეთესო კლუბებში თამაშობდა. თავისუფალ დროს კი 20 წლის გიორგის ავარჯიშებს, რომელიც „ლოკომოტივშია“. ის იჯარით გადავიდა თბილისის „დინამოდან“, რომელიც მთელ ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესია“, – წერს იტალიური გამოცემა.

„გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდის სასტარტო შემადგენლობის მეკარეა. 2020 წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაუშვა და ქართული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია“.

„ვოცნებობ ევროპაში თამაშზე. ეს არაა მხოლოდ ცნობადობის და პრესტიჟის საკითხი, არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, მით უფრო მაღალი შანსია, კლასი გააუმჯობესო“, – აღიარებს ფეხბურთელი, რომელიც უკვე ბევრი ევროპელი დამკვირვებლის სიაშია.

კითხვაზე: „სად ისურვებდა თამაშს?“ – გიორგიმ უპასუხა.

„მიყვარს ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები. ოთხ მეკარეს გამოვარჩევ – ჩემი ფავორიტი ნოიერია, ასევე ალისონიკურტუა და ბუფონი. რაც შეეხება გუნდებს, უპირველესად, ორი მომწონს – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რომა“. ამ გუნდის აგენტები თუ შემომთავაზებენ იტალიაში გადასვლას? ვნახოთ“.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close