იტალიასაზოგადოება

იტალიაში მამაკაცმა სამუშაოს გაცდენის მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ნახევარი მილიონი ევრო მიიღო

იტალიაში ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელმა გაცდენების მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იგი სამსახურში 15 წლის განმავლობაში არ დადიოდა, თუმცა ხელფასს სრულად იღებდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“ წერს. 

ქალაქ კატანძაროს (კალაბრიის რეგიონი) საავადმყოფოში მაქინაციები იტალიის ფინანსურმა გვარდიამ გახსნა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელი სამუშაოზე 2005 წელს მოეწყო, თუმცა ერთი დღეც არ უმუშავია, ამ წლების განმავლობაში კი, ხელფასის სახით, 538 000 ევრო მიიღო.

როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა თანამშრომელს ასე იმიტომ აფარებდა ხელს, რომ „დააშინეს“.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ასევე მიმდინარეობს საავადმყოფოს ექვსი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

2016 წელს იტალიის მთავრობამ გაამკაცრა კანონმდებლობა სახელმწიფო სექტორში სამუშაოს გამცდენების წინააღმდეგ. ახლანდელი დაპატიმრებები კი იტალიის სახელმწიფო სექტორში გაცდენებისა და სავარაუდო თაღლითობების ხანგრძლივ საპოლიციო გამოძიებას მოჰყვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close