საზოგადოებასაქართველო

გოგონებო, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – ჩაერთეთ გერმანიის ქართული სათვისტომოს პროექტში “TECHGIRLS GEORGIA”

გერმანიის ქართული სათვისტომო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბ  ილიაუნისთან პარტნიორობით იწყებს პროექტს “TechGirls Georgia”, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის (იხ. ლინკი).

პროექტ TechGirls Georgia-ს მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების დაძლევა და  ცნობიერების ამაღლება.

პროექტ TechGirls Georgia-ს ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით (Calliope mini არის ინოვაციური პროდუქტი, მინიკომპიუტერი პროგრამირებისთვის, რომელიც 2017 წელს გერმანულმა ტექ-სტარტაპმა საგანმანათლებლო მიზნებისთვის განავითარა და დღეისათვის გერმანიის რიგ სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამაშია ინტეგრირებული).

გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • დააარსონ ტექ-გოგოების კლუბები;
  • მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნაში;
  • ჩაერთონ მენტორინგის პროგრამაში;
  • გაეცნონ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისისა და ახმეტის საჯარო ან კერძო სკოლების VIII-XI  კლასების მოსწავლე გოგონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და სურთ მეტი იცოდნენ ამ სფეროში.

მონაწილეებისთვის გაიმართება ორკვირიანი სემინარი, ორ ეტაპად – ივლისსა და აგვისტოში, თბილისში.

შეხვედრების ნაწილი შედგება დისტანციურად. სამუშაო შეხვედრების პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია დასწრების ფორმატში. COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, პროექტი სრულად ონლაინ-ფორმატში განხორციელდეს.

პროექტში მონაწილეობის ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზატორი.

მონაწილეების შესარჩევად გამოცხადდა მიღება (იხ. ლინკი). მსურველებმა  2021 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა  https://forms.gle/vPdYRCNjhF8VuN5K6.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

ელ. ფოსტა: [email protected]

Facebook: TechGirls Georgia • ტექ გოგოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close