fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კორონავირუსის ტესტის ყალბი პასუხები: საბერძნეთში ქართველები დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ სამი ქართველი ქალი დააკავა, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ ყალბ ცნობებს გასცემდნენ, იუწყება „რუსთავი 2“.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ისინი ყალბ ცნობებს იმ პირებზე ასაღებდნენ, რომლებსაც საავადმყოფოებში მომვლელებად მუშაობა სურდათ.

ქალების ჯგუფმა 50-მდე ცნობა გაასაღა, თითოეული 10 ევროდ.

ყალბი ცნობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიკეას საავადმყოფოში მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთმა მედდამ მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინა.

საქმე აღძრულია დოკუმენტაციის გაყალბებისა და დაავადების გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევის გამო. დაკავებულები ქალაქ პირეოსის პროკურატურაში არიან გადაყვანილი.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close