fbpx
პოლიტიკასაქართველო

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვიდეომასალა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.  „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ „შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო“.

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიის მეორე ნომერი იყო.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.

როგორც ცნობილია, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია მიმდინარე წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. ამასთან, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close