სპორტი

საქართველოს კაცთა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დღეს, 18 აპრილს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელზეც საქართველოს კაცთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

ჩვენი ბიჭების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. მან ქართულ ფინალში ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. შესაბამისად, ბექა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირის ბოლო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო ვაჟა მარგველაშვილმაც.

ნახეთ ჩემპიონის მიერ ჩატარებული შეხვედრები და შთამბეჭდავი იპონები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close