სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა (ნელი) დოროყაშვილის სამართლებრივი დავა სავარაუდო ოჯახური ძალადობის ფაქტზე ჯერ ისევ მიმდინარეობს, ამასობაში ჩოგბურთელს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა.

როგორც გამოცემა vseprosport.ru წერს, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძველი ინვესტორი უჩივის. ჯერჯერობით მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა დავის მიზეზი ცნობილია.

ყოფილი ინვესტორის მტკიცებით, მან ბასილაშვილის კარიერის დასაწყისში დიდი თანხა ჩადო სპორტსმენის განვითარებაში, ტურნირებზე მისი მონაწილეობის უზრუნველყოფასა და ტრავმების მკურნალობაში, და ახლა ბასილაშვილის მიერ შეჯიბრებებში მონაწილეობიდან მიღებული თანხის საკომისიოს ითხოვს.

„ქართულ სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი მეუღლისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე.  მრავალმილიონიანი საქმის განხილვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში “, – ამბობს გამოცემის ანონიმური წყარო.

ინვესტორის ადვოკატმა საჩივრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს მხარეთა შეთანხმების პირობების კონფიდენციალურობას ეხება.

რადგან ინფორმაცია რუსულ მედიაში გამოჩნდა, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი მომჩივანი რუსი ბიზნესმენია, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close