არტისტისაქართველო
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მსახიობი დროდადრო გონებას კარგავს
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, მსახიობი რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება.
„პაციენტი მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დროდადრო გონებაზე არ არის, თუმცა ამ დრომდე აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ბოლო თვე-ნახევარია მკურნალობს.
კომენტარები