ირაკლი მაქაცარიას რჩეული ცნობილი ექიმების შვილია (ვიდეო)
ტელეწამყვანი, ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია. მისი რჩეული მომღერალი ლიზა ჩიჩუაა. ლიზა ცნობილი ენდოკრინოლოგის, ქეთი ასათიანის ქალიშვილია. ლიზას მამა ასევე ცნობილი ექიმია, რომელსაც სამედიცინო გადაცემას მიჰყავდა. გიორგი ჩიჩუა ოფთალმოლოგი გახლავთ.
ლიზა დიდი ნიჭიერების გარდა, არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებითაც გამოირჩევა.
ერთმანეთის ფოტოები ირაკლიმ და ლიზამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ირაკლიმ ერთობლივ ფოტოზე ასეთი წარწერა გააკეთა: „ჩემი ცხოვრების სიყვარული“.
როგორც ჩანს, მალე ქორწილი იქნება. ლიზას ახლახან 19 წელი შეუსრულდა. ფოტო ირაკლისთან ერთად მის დაბადების დღეზეა გადაღებული.
ახლახან ლიზამ მაყურებლის გული მოიგო, როდესაც დედის დღესთან დაკავშირებით ქეთი ასათიანს სიურპრიზი მოუწყო და გადაცემაში უმღერა.
ირაკლი მაქაცარია გახლავთ საქართველოსა და უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი და ტელესახე. უკრაინაში სახელი რამდენიმე წლის წინ გაითქვა, როდესაც მონაწილეობა მიიღო შოუში „მარტოხელა“. მას შემდეგ უკრაინაშიც და სამშობლოშიც სასურველი სასიძოს სტატუსი აქვს, თუმცა მისი სასიყვარულო ამბების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი და თავადაც ნაკლებად საუბრობდა საკუთარ თავგადასავლებზე.
ირაკლი „პრაიმშოუს“ წამყვანია და ცნობილ ადამიანებთან მეგობრობს.
ის უკრაინულ და ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა და დიდ წარმატებას მიაღწია, ვინაიდან ძალიან კარგად ცეკვავს.
ირაკლი, ინტერნეტწყაროების ცნობით, 34 წლის გახლავთ.
ახლახან მან უკრაინაში საკუთარი საიუველირო კომპანია დააარსა და მომხმარებლებს თავისი ხელითაც უფუთავს ხოლმე სამკაულებს.
ირაკლი მოდის მიმდევარია და კარგი ჩაცმის სტილით გამოირჩევა.
ცნობილი მარტოხელა ლამაზმანი გოგონას მიმართ სიყვარულის საჯარო აღიარებით, სავარაუდოდ, ბევრ გოგონას დასწყვეტდა გულს…
fortuna.ge
კომენტარები