ჯანმრთელობარჩევები

არტერიული წნევა – ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

წნევის ნორმალურ დონედ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მაჩვენებელი მიიჩნევა.

ქვემოთ ნახავთ, რომელი წნევაა ნორმალური ამა თუ იმ წლოვანების ადამიანისთვის.

•    ახალშობილისთვის – 80/50

•    1 წლის ბავშვისთვის: ბიჭები – 96/66, გოგონები – 95/65

•    10 წლის ბავშვისთვის: ბიჭები – 103/69, გოგონები – 103/70

•    20 წლის ახალგაზრდისთვის: ბიჭები – 123/76, გოგონები – 116/72

•    30 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 126/79, ქალები – 120/75

•    40 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 129/81, ქალები – 127/80

•    50 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 135/83, ქალები – 137/84

•    60 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 142/85, ქალები – 144/85

•    70 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 145/82, ქალებისთვის – 159/85

•    80 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 147/82, ქალები – 157/83

•    90 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები – 145/78, ქალები -150/79

მაღალი წნევა – მკურნალობის ხალხური მეთოდები

1. მაღალი წნევისას ცხელ წყალში ფეხების ჩაწყობა რომ ეფექტიანი მეთოდია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ის თუ იცით, რომ თუ ადამიანს ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს, ასეთ შემთხვევაში ცხელ, 37-40° ტემპერატურის წყალში იდაყვები შეუძლია ჩაუშვას.

2. კამის თესლი ასევე დაბლა სწევს წნევას. 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი, თუ წნევა 200 მმ-ს აღწევს, და 3-4 ჩაის კოვზი – თუ წნევა კიდევ უფრო მაღალია.

3. სამი თვის განმავლობაში ყოველ დილით მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი, რომელშიც 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გექნებათ ჩამატებული. ეს მეთოდი, როგორც წესი, წნევას ასტაბილურებს.

არსებობს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად მარტივი და ეფექტიანი რეცეპტი ძველი, ხალხური მედიცინიდან. ეს რეცეპტი არტერიულ წნევას, სულ ცოტა, ორიოდე წლით მაინც დაგირეგულირებთ. და კიდევ: ერთი თეთრიც არ დაგიჯდებათ.

• აიღეთ ფიჭვის წიწვი – 5 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი ასკილი (ნაყოფი) და 2 სუფრის კოვზი ხახვის ჩენჩო. დაასხით 1 ლ ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ. მერე გადმოდგით და ცოტა ხანს ასე დააყოვნეთ, ბოლოს კი გაწურეთ. შეგიძლიათ ცოტა წყალი კიდევ დაამატოთ. ეს ნაყენი ორ დღეში ბოლომდე უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 4 თვეს შეადგენს.

უკეთესობა ხუთ დღეში დაგეტყობათ – თავის ტკივილი გაგივლით, ერთი თვის შემდეგ კი შეგიძლიათ ჰიპოტენზიური პრეპარატებისთვის თავის დანებებაც სცადოთ.

გარდა ამისა, ნაყენს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

• აძლიერებს იმუნურ სისტემას;

• არის გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება;

• კარგი შარდმდენი თვისებები აქვს;

• კურნავს ღრძილებს სისხლდენის დროს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close