მსოფლიოnews

ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი გარდაიცვალა

ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში  გარდაიცვალა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება.

„მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება თავისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ“, – ნათქვამია სასახლის ინფორმაციაში.

ჰერცოგი 9 აპრილს გარდაიცვალა უინძორის სასახლეში, ბერკშირში, სადაც 16 მარტს დაბრუნდა საავადმყოფოდან ერთი თვის მკურნალობის შემდეგ. იგი 2 თვეში 100 წლის გახდებოდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში ჩაივლის. საჯარო გამოთხოვება არ მოეწყობა დიდ ბრიტანეთში მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის გამო. მას წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ.

პრინცი ფილიპი პრინცესა ელიზაბეთზე 1947 წელს დაქორწინდა, 5 წლით ადრე, სანამ ელიზაბეთი დედოფალი გახდებოდა.

სამეფო წყვილს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.

TIM GRAHAM/PA

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close