სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს გვირგვინი პირდაპირ ეთერში წაართვეს – გამარჯვებული კლინიკაში გადაიყვანეს (ვიდეო)
პუშპიკა დე სილვა „მისის შრი-ლანკას“ კონკურსის გამარჯვებულია. ცერემონია ეროვნული ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა და ყველაზე სკანდალური გამოდგა სილამაზის კონკურსების ისტორიაში.
გამარჯვებულისთვის გვირგვინის გადაცემიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სცენაზე იმავე კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული ავიდა და განაცხადა, რომ დე სილვა გამარჯვებული ვერ გახდებოდა, ვინაიდან ის ქმარს დაშორებული იყო. ამ განცხადების შემდეგ „მისის შრი-ლანკას” გვირგვინი თავიდან მოგლიჯა და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს დაადგა თავზე.
ამ დროს გამარჯვებულმა პუშპიკა დე სილვამ თავზე დაზიანება მიიღო, იგი კლინიკაში გადაიყვანეს, მას ექიმების დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, კონკურსის ორგანიზატორებმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადეს და განმარტეს, რომ „მისის შრი-ლანკას“ კონკურსის გამარჯვებულის გვირგვინი კვლავ დე სილვას დაუბრუნდა.
fortuna.ge
კომენტარები