ქართველები უცხოეთშიიტალია

„ადამიანების გამოუცხადებლობის გამო იტალიაში მლნ დოზა ვაქცინა გადაიყარა, იმედია, საქართველო ლოჯისტიკურ სირთულეებს აანალიზებს“ – დავით მათიაშვილი

იტალიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად ადამიანების გამოუცხადებლობის გამო მილიონი დოზა ვაქცინა გადაიყარა. ამ და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქალაქ ბერაგამოს კლინიკის ბავშვთა კარდიოლოგი დავით მათიაშვილი „Business Time“-ს ესაუბრა.

იტალიური გამოცემები ბევრს წერენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ბრიტანული შტამი“ ახალი საშიშროების მიზეზად იქცა, რას გვეტყვით ამაზე და ამ მხრივ რა მდგომარეობაა იტალიაში?

„ბრიტანიულ შტამს“ ასახელებენ დღევანელი გაზრდილი ციფრების მიზეზად. მოგეხსენაბათ რომ ბრიტანულ და სამხრეთაფრიკულ შტამზე ვაქცინის ეფექტურობა არ არის დამტკიებული. ეს რეგულაციების გამკაცრების საბაბად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი იტალიაში?

იტალიაში პირველ ეტაპზე მოხდა მედპერსონალის, ხოლო 1-ლი მარტიდან დაიწყო 80+ მოქალაეების აცრა. დაიწყო დანარჩენი მოსახლეობის აცრაც.

რომელიც ვაქცინით მიმდინარეობს ვაქცინაცია და ხომ არ დაფიქსირებულა გართულებები ამ პროცესის მიდინარეობისას (მხედველობაში გვაქვს, აცრილი ადამიანის მდგომარეობა)?

როგორც გითხარით, 80+ წლის მოქალაქეების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით დაიწყო, ხოლო დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოხდება. რაც შეეხნება კითხვის მეორე ნაწილს,  მე  ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით და არანაირი გართულება და არც რაიმე ტიპის ცვლილება მქონია. მეორე დოზის შემდეგ ზოგ ადამიანში იწვევს სიცხესა და სისუსტეს, ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ზოგადად, მხოლოდ ვაქცინების ჩამოსვლა არ არის საკმარისი, არანორმალურად დიდი ლოჯისტიკური რესურსი არის საჭირო ამ ყველაფრის სწორად დაგეგმვისთვის.

მაგალითად – მოგეხსენებათ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ერთი ფლაკონი 6 პაციენტისთვის არის გათვლილი. ბევრი ადამიანის ვაქცინაციაზე არგამოცხადების გამო დაახლოებით მილიონი დოზა ვაქცინა გადაიყარა (მხოლოდ იტალიაში). დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო კარგად აანალიზებს ლოჯისტიკურ სირთულეებს და საუკეთესო სპეციალისტებს დაავალებენ ამ საკითხის მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ ეკონომისტების ჯგუფიც აქტიურად ჩაერთვება პანდემიის მართვაში, რადგან მხოლოდ ეპიდემიოლოგების და ექიმების მოსმენით დავრჩებით სამუდამოდ ჩაკეტილები (ექიმის საქმე ეგ არის – პრევენცია,) კარგი მენეჯერის საქმეა მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სწორი მოქმედებაა. საქართველოს ამ ურთულესი პროცესის წარმატებით გავლას ვუსურვებ.

(შემოკლებული ვერსია)

სრული ვერსია ნახეთ businesstime.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close